ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი “პორტუს” დატოვებს. 36 წლის კიპერს სეზონის ბოლოს “დრაკონებთან” კონტრაქტი ეწურება და რა გასაკვირია, რომ გახანგრძლივებას არ აპირებს – იკერმა “პორტუს” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა თავის აგენტს უკვე დაავალა ახალი გუნდის მოძებნა, იტალიაში. დიახ, კასილიასს კარიერის გაგრძელება სერია A-ში სურს.
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასი “პორტუს” ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში სერჟიუ კონსეისაუ გამოცდილ მეკარეს ახალგაზრდა ჟოზე სას ამჯობინებს, ხოლო კასილიასს მატჩებისთვის თვალის დევნება სათადარიგო სკამიდან უწევს.