ფეხბურთი

15:39 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "იუვენტუსიდან" წასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო"

იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი იტალიურ მედიასთან აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, “როსონერისთან” ერთად ევროპა ლიგა და იტალიის თასი რომ მოიგოს.

გარდა ამისა, ბონუჩიმ გუნდში ჯენარო გატუზოს როლზე და “იუვენტუსის” დატოვებაზეც ისაუბრა.

“როგორც იქნა შევძელით, ჩვენ შევქმენით ჯგუფი. ამაში მთავარი მწვრთნელის დიდი დამსახურებაა. მე არ მინახავს ისეთი მწვრთნელი, როგორიც ჯენარო გატუზოა. “სამპდორიასთან” გოლის დროს ვიცოდი, რომ თამაშგარეშეი ვიყავი, მაგრამ ასეთი სიტუაციიდან გოლი თითქმის არასდროს გამიტანია, ამიტომაც აღვნიშნე.

კრიზისული სიტუაციის დროს საჭიროა ერთმანეთის დახმარება. ჩვენ დრო დაგვჭირდა, რომ ერთმანეთი გაგვეცნო. ამაში გატუზოს როლი ფუნდამენტური იყო. მან თავმოყვარეობა დაგვიბრუნა. ახლა მარცხი არის ის, რაც აღარ ვიცით.

როდესაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობ, რთულია ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ “მილანის” პროექტმა ძალიან მომხიბლა. ახლა კი, ჩვენ 2 თასისთვის ვიბრძვით და ყველაფერს გავაკეთებთ მათ მოსაგებად.

მესი თუ კრიშტიანუ? – შესაძლოა, 110%-ით დაიხარჯო, მაგრამ ისინი მაინც ვერ შეაჩერო. ორივე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მომწონს, როდესაც მათ წინააღმდეგ ვთამაშობ. ჩემს იდეალს რაც შეეხება, ალესანდრო ნესტაა. ის ელეგანტურობის ნამდვილი მაგალითია”, - განაცხადა ბონუჩიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316