ფეხბურთი

20:20 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: "ბეშიქთაშთან" ადვილი თამაში არ გვექნება"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა “ბეშიქთაშთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტი თურქეთის ჩემპიონთან ადვილ თამაშს არ ელოდება და აცხადებს, რომ მეტოქეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს.

“ვუყურე “ბეშითქშისა” და “ლაიფციგის” თამაშს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საინტერესო გუნდია და სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ შეხვედრას. შევისწავლე მეტოქე და შემიძლია ვთქვა, რომ ადვილი თამაში არ გვექნება. თურქებს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, ასევე მწვრთნელი. კარგ ფეხბურთს თამაშობენ და გასაკვირი არაა, რომ ჯგუფში გასვლაზე სამივე მატჩი მოიგეს. იმედი მაქვს, რომ ხვალ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ”, - განაცხადა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნისა” და “ბეშიქთაშის” შეხვედრა 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117905