ფეხბურთი

19:20 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა - ევროპის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ევროპის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც სათავეში “მილანისა” და იტალიის ნაკრების 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა უდგას.

მეორე ადგილზე “ტულუზას” 19 წლის კიპერი ალბან ლაფონია, მესამეზე კი პსჟ-ს და საფრანგეთის ნაკრების 19 წლის შემტევი კილიან მბაპე.

აქვე, ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელთა ათეული:

CIES-მა კვლევა ევროპის 22 ეროვნული ლიგის 20-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ფეხბურთელთა მიერ მოედანზე გატარებული წუთები, შედეგიანობა და ჩემპიონატის დონე.

0.112549