ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე პოლ პოგბას მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლის შესახებ საუბრობს. როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe ციტირებს, “სამეფო კლუბს” ფრანგის შესაძენად ფული არ დარჩება და გარდა ამისა, არც სჭირდება.
“რეალს” პოგბას შესაძენად საკმარისი ფული არ აქვს, რადგან ზაფხულში ტრანსფერებისთვის თანხა ლიმიტირებულად ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არც განიხილავს პოგბას ყიდვას.
ერთ ისტორიას გავიხსენებ: როდესაც თავის დროზე პოგბამ “მანჩესტერის” დატოვება გადაწყვიტა (2012 წელს), შესთავაზეს “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს 100 ათას ევროდ. მაშინდელმა მწვრთნელმა კი, პერესს უთხრა: მომიყვანეთ მაშინ, როდესაც 100 მილიონი ეღირება. პოგბა ახლა უფრო ძვირი ღირს და ვფიქრობ, “რეალს” არც სჭირდება”, - განაცხადა ბალეგემ.
აქვე გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიომ გავრცელებული ხმები პოგბასთან კონფლიქტის შესახებ უარყო და მას გამოგონილი უწოდა.