იტალიელი მარიო ბალოტელი ევროპა ლიგაზე “ლოკომოტივთან” დუბლით გამოირჩა და XXI საუკუნეში “ნიცას” ბომბარდირი გახდა. “სუპერმარიოს” ფრანგული გუნდის მაისურით ამჟამად 38 გოლი აქვს გატანილი და ზღვისპირელების ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.
აქამდე, 2000 წლიდან ყველაზე შედეგიანად არგენტინელი დარიო ცვიტანიჩი თამაშობდა, რომელიც 2012-2014 წლებში “ნიცას” 36 გოლით შეეწია.
ბალოტელის კი ზემოხსენებული შედეგისთვის ორ წელზე ნაკლები დრო დასჭირდა. შეგახსენებთ, “ინტერის” ყოფილი ფორვარდი საფრანგეთში 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს.