მორის ყვითელაშვილმა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 24-ე ადგილით დაასრულა. დღეს ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამა გაიმართა. საქმეში სულ 24 მონაწილე ჩაერთო და ქართველმა სპორტსმენმა მათ შორის ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო – 128,01 ქულა.
მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ, 76,56 ქულით 22-ე ადგილზე იყო, მაგრამ დღევანდელმა წარუმატებლობამ და ორი პროგრამის ჯამში აღებულმა 204,57-მა ქულამ ორი პოზიციით დააქვეითა.
ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი იუჟურუ ჰანიუ გახდა 317,85 ქულით. ვერცხლის მედალსაც იაპონელი მოციგურავე - შომა უნო (306,90) დაეუფლა. მესამე საპრიზო ადგილი კი ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა (305,24) დაიკავა.