ფეხბურთი

15:58 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ურევს - პოგბა თუ მოურინიო?

ინგლისში ხმები დაირხა პოლ პოგბას ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს და ზაფხულში “მანჩესტერიდან” წასვლას აპირებსო. აღნიშნული ცნობა საჯაროდ უარყო პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელმაც ყველაფერს ჟურნალისტების მოგონილი უწოდა.

თავის მხრივ, ამასობაში, ბრიტანული მედია ფრანგის შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებს: კერძოდ, მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლაზე. ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ ინსი კი, დარწმუნებულია, რომ მოურინიოსა და პოგბას შორის კონფლიქტია. მისი განცხადებით, ამაში დამნაშავე “განსაკუთრებულია”.

მოკლედ, მტყუან-მართალი ვინაა, ამის დაზუსტებას დრო დასჭირდება. იქამდე კი, გავიხსენოთ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო...

0.1174