“მონაკოს” რიგებში დებიუტი ჰქონდა 16 წლის იტალიელ თავდამსხმელ პიეტრო პელეგრის, რითაც მან კლუბის რეკორდი დაამყარა.
პელეგრი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც “მონაკოს” შემადგენლობაში ლიგა 1-ში უთამაშია. აპენინელის დებიუტი “დიჟონთან” (4:0) მოგებულ მატჩში შედგა. აღსანიშნავია, რომ პიეტრომ კილიან მბაპეს შედეგი გააუმჯობესა და ფრანგმა ფეხბურთელმა კოლეგას ტვიტერის მეშვეობით მიულოცა:
“გილოცავ პელეგრი რეკორდის დამხობას”, - წერს სოციალურ ქსელში მბაპე.
აქვე გეტყვით, რომ პიეტრო პელეგრი “მონაკომ” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ჯენოადან” შეიძინა. პელეგრის არაერთი რეკორდი ეკუთვნის, მათ შორის ერთ-ერთი კი, იტალიის სერია A-ში ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორობაა. პელეგრიმ “ლაციოს” 16 წლისა და 184 დღის ასაკში გაუტანა ორი გოლი.