მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი მანუელ ფერნანდეში გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გამოკითხული გულშემატკივრების 73%-მა მხარი პორტუგალიელს დაუჭირა.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში "ნიცა" შინ რუსულ გუნდთან 2:3 დამარცხდა და ჰეთ-თრიკი ფერნანდეშმა შეასრულა. გამოკითხვაში მეორე ადგილზე "დორტმუნდის" თავდამსხმელი მიში ბატშუაი გავიდა (11%), ხოლო მესამეზე - "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი (6%).