ალბანეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ “სკენდერბიუს” ევროტურნირებზე 10-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი გარიგებული თამაშებია. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა “სკენდერბიუს” ბევრი ასეთი თამაში “ამოუქექა”.
ალბანური sport panorama-ს ცნობით, კლუბს შეუძლია სპორტულ არბიტრაჟში (CAS) საჩივრის შეტანა.
“სკენდერბიუ” 2016 წელს გახდა ალბანეთის ჩემპიონი, მაგრამ ტიტული ჩამოართვეს.