მოციგავე გიორგი სოღოიანისა და მოთხილამურე ნინო წიკლაურის შემდეგ, პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებში ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილიც ჩაება და მოკლე პროგრამიდან თავისუფალ პროგრამაში გამსვლელ ჯგუფშიც მოხვდა.
ყვითელაშვილმა სადებიუტო ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში 76,56 ქულა მოაგროვა და 30 მონაწილეს შორის 22-ე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო შედეგი იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ აჩვენა - 111,68 ქულა. მეორე და მესამე ადგილებს კი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი (107,58) და კიდევ ერთი იაპონელი - შომა უნო (104,17) იკავებენ.
თავისუფალი პროგრამა ხვალ დილით, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება. ყინულზე 24 მოციგურავე გავა.
შეგახსენებთ, გიორგი სოღოიანმა, რომელიც ყვითელაშვილის მსგავსად, პირველად გამოდის ოლიმპიადაზე, 32-ე ადგილი დაიკავა. ნინო წიკლაურმა კი გიგანტურ სლალომში 46-ე შედეგი აჩვენა.