არგენტინის ეროვნული ნაკრების, კატალონიის "ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ხავიერ სავიოლამ ანდორულ კლუბ "ენკამპისთან" გააფორმა ხელშეკრულება და ფუტსალის გუნდში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია Mundo Deportivo-მ გაავრცელა.
სავიოლამ საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა და ანდორაში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. იმავე წელს ანდორის გუნდ "ორდინოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდა. ასევე, ხავიერი აღნიშნული კლუბის ახალგაზრდულ გუნდსაც ავარჯიშებდა.