მადრიდის “რეალმა” მარკო ასენსიოს ფასი დაადო. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და როგორც ჩანს, თანხა, რომელიც დაასახელა აქედან გამომდინარეობდა.
“გსურთ ასესნიო? – 700 მილიონი ევრო ღირს”, - ციტირებს Mundo Deportivo პერესის სიტყვებს.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ასენსიოს ინგლისური გუნდები იწვევდნენ, მაგრამ “რეალმა” მათ მიერ შემოთავაზებულ 150 მილიონზე უარი თქვა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელმა 32 თამაშში 8 გოლის გატან მოახერხა.