არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ ლეო მესის სთხოვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თავი შემოინახოს და სასურველ ფორმაში შეხვდეს. საამისოდ კი, ტაპიამ მესის მიმართა, ეგებ, შედარებით ნაკლები ითამაშოს "ბარსელონაში".
"დღესდღეობით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები მშვენიერ ფორმაში არიან და იმედია, ივნისშიც ასე იქნებიან. მოხარული ვარ, რომ სერხიო აგუერო ბრწყინვალედ თამაშობს, ხოლო მესი მუდამ პირველია. სწორედაც მნიშვნელოვანია ნაკრების მწვრთნელისთვის, რომ ლეო თავს გაუფრთხილდეს, შედარებით ნაკლები ითამაშოს "ბარსაში" და მუნდიალს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს" - უთხრა ტაპიამ არგენტინულ კლარინ-ს.