“ოკლაჰომა” შინ “კლივლენდთან” 112:120 დამარცხდა. მატჩის პირველი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა მეორე პერიოდიდან “კავალიერსმა” უპირატესობა ხელთ იგდო და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი შესძინა. “ოკლაჰომაში” 25 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა.
“კლივლენდი” 34 მოგებით და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.