ფეხბურთი

13:57 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” დასაჯეს

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ოლიმპიაკოსი” - აეკ-ის მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი განიხილა და მასპინძელი კლუბი ფანების ქმედებების გამო დასაჯა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, “ოლიმპიაკოსს” სამი ქულა ჩამოაკლდება და ორი მატჩის გამართვა მაყურებლების გარეშე მოუწევს. ამასთან, კლუბს ჯარიმის სახით 90 ათასი ევროს გადახდაც დაეკისრა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გამართული შეხვედრა “ოლიმპიაკოსმა” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 1:2 წააგო. მატჩის დასრულებისთანავე ფანები მოედანზე შეიჭრნენ, გამოიყენეს პიროტექნიკა და დაამტვრიეს სარეკლამო ბანერები, არეულობა ქუჩაშიც გაგრძელდა და პოლიციას ქომაგთა დასაშოშმინებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.

0.115664