ფეხბურთი

19:08 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაიწყო და დღეს ორმა ქართველმაც ითამაშა: კახა მახარაძემ და გიორგი გველესიანმა.

მახარაძის ტაშკენტის "ლოკომოტივმა" 5:0 გაანადგურა არაბეთის გაერთიანებული საამიროების "ალ ვაჰდა", რომლის შემადგენლობაშიც ერთი ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ - უნგრელი ბალაშ ჯუჯაკი. მახარაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ზოგადად, "ლოკომოტივის" დაცვის ლიდერია.

74-ე წუთამდე იგებდა გველესიანის გუნდი, ირანული "ზობ აჰანი". საბოლოოდ, 1:3 წააგო ყატარის "ალ დუჰაილთან". შეგახსენებთ, გველესიანი გასულ ზაფხულს თბილისის "დინამოდან" გადავიდა ირანულ გუნდში.

გველესიანისა და მახარაძის გუნდები ერთ ჯგუფში არიან.

0.113397