ფეხბურთი

19:47 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს

იტალიურ “მილანს” ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს. “როსონერის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ივლისიდან “შავწითლებს” “პუმა” შემოსავს.

აღნიშნულ თემაზე “პუმას” აღმასრულებელმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ძალიან ვამაყობთ “მილანთან” პარტნიორობით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში. მისი გულშემატკივრები სულისკვეთებით ფეხბურთის ჭეშმარიტ დემონსტრირებას ახდენენ. მათ ნამდვილად აქვთ ერთ-ერთი საკულტო მაისური, რომელზეც მოუთმენლად ველით “პუმას” დატანას”, - განაცხადა ბოირნ გულდენმა.

ამ ფაქტს “პუმას” კომერციული დირექტორიც გამოეხმაურა.

“გაფორმებული ხელშეკრულებით ძალიან ვამაყობ და მზად ვართ დავიწყოთ ახალი თავგადასავალი. გპირდებით, რომ “პუმა” იქნება იდეალური პარტნიორი. ჩვენი მისია ცალსახად გამოხატულია – უნდა ვაქციოთ თანამშრომლობა ბრენდად თან სწრაფად და სამუდამოდ”, - განაცხადა ლორენცო გორგეტიმ.

“მოხარული ვარ “პუმასთან” თანამშრომლობით. ჩვენ ფეხბურთის ფასეულობების პატივისცემა გვაერთიანებს. ეს არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ჩვენი პარტნიორი იქნება მომავალი სეზონიდან და ერთად დავიპყრობთ ახალ მწვერვალებს, როგორც მოედანზე ისე მოედნის ფარგლებს გარეთ”, - განაცხადა მარკო ფასონემ.

აქვე გეტყვით, რომ Adidas-ი “როსონერის” პირველად 1978-1979 წლების სეზონში მოსავდა, ხოლო გარკვეული დროის შემდგომ გერმანული კომპანია კვლავ დაუბრუნდა ლომბარდიულ კლუბს. 1998 წლიდან თანამშრომლობა კვლავ განაახლეს, თუმცა 20-წლიანი ურთიერთობის შემდგომ მათ “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოინდომეს.

0.103203