საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა ლა ლიგის 23-ე ტურში "მალაგას" მე-40 წამზე გაუტანა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა. ფრანგმა გოლის აღნიშვნის დროს მაისური გაშალა, რომელსაც 7 ნომერი და გვარი ბარბერა ეწერა.
გრიზმანმა გატანილი გოლი ახალგაზრდული გუნდის "ალსირის" 15 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს მიუძღვნა. ესპანელი ნაჩო ბარბერა გასულ კვირას გულის შეტევით ერთ-ერთი მატჩის დროს დაიღუპა.