მაიკლ ო`ნილმა ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა და აღნიშნული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 2024 ივლისამდე გაწვრთნის. ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ო`ნილმა ნაკრები 2011 წლის დეკემბერში ჩაიბარა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და მერვედფინალში უელსთან 0:1 დამარცხდა. ასევე, მაიკლის შეგირდები ახლოს იყვნენ 2018 წლის მფოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში შვეიცარიასთან ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდნენ.