ვერონას “კიევოს” ნახევარმცველი ემანუელე ჯაკერინი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გერმანიასთან მატჩს და პენალტების სერიას იხსენებს. მისი განცხადებით, მეოთხე თერთმეტმეტრიანი უნდა შეესრულებინა, მაგრამ გრაციანო პელემ არ დაუთმო.
შედეგად რაც მოხდა, ვიცით – პელემ ვერ გაიტანა და იტალია დამარცხდა. აი, რას ჰყვება ემანუელე:
“მე სიაში ვიყავი! სამწუხაროა... მოედნის ცენტრში კონტემ თქვა: პირველი ინსინიე, მეორე ძაძა, მესამე ბარძალი, მეოთხე ჯაკი, მეხუთე ბონუჩი. ამ დროს პელემ წამოიძახა: მეოთხე მე ვარ. მე დავარტყამ, მე დავარტყამ!” კონტემ შემომხედა და მითხრა, რომ მე მეექვსე დავარტაყმდი”, - გაიხსენა ჯაკერინიმ.
შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიაში გრაციანო პელემ ვერ ივარგა, ჯაკერინი კი, ბურთთან მართლაც მეექვსე მივიდა და გაიტანა. საბოლოოდ, გერმანიამ დრამატულ მატჩში გამარჯვება მოახერხა და იტალიის ნაკრები ტურნირს გამოთიშა.