ევროლიგაში ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა “უნიკახამ”. მალაგელებმა გამარჯვების გემო გათამაშების აუტსაიდერ “ანადოლუ ეფესთან” გაიხსენეს, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებიათ – 81:68.
“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, თუმცა ჩვენებურმა საკმაოდ სოლიდური დრო გაატარა პარკეტზე – 19:36 წუთი. ხსენებულ დროში გიორგიმ 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შერმადინმა 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 9 შეადგინა.
“უნიკახას” 22 შეხვედრაში 9 მოგებითა და 13 წაგებით მეათე ადგილი უკავია. ანდალუზიელები მოდევნო ტურში 22 თებერვალს, “მაკაბის” უმასპინძლებენ.