ფეხბურთი

16:41 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობენისა და რიბერის ბედი კვლავაც გაურკვეველია

მიუნხენის “ბაიერნის” ვარსკვლავების არიენ რობენისა და ფრენკ რიბერის სამომავლო ბედი ჯერაც გაურკვეველია. საქმე ის გახლავთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მათ კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდებათ, თუმცა “რეკორდმაისტერის” პრეზიდენტი კარლ ჰაინც რუმინიგე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

"ჩვენ გვჭირდება ცოტა მეტი დრო, რადგან გადაწყვეტილება მივიღოთ განვაახლოთ თუ არა ხელშეკრულება მოთამაშეებთან. მოდი დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა რუმინიგემ.

აქვე გეტყვით, რომ რობენისა და რიბერის ბედს იზიარებენ მეკარე სვენ ულრაიხი და მცველი რაფინია.

0.129834