ფეხბურთი

18:07 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: “იმედია, გატუზო “მილანში” 10 წელი დარჩება”

“მილანის” სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ჯენარო გატუზოს მუშაობას აფასებს. მისი განცხადებით, გატუზოს “როსონერის” მთავარ მწვრთნელად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ხედავს.

“იმედია, გატუზო ჩვენთან კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩება. ამჟამად ცვლილებებზე არ ვფიქრობთ. შესაძლოა ვინმე მიიჩნევს, რომ ჩვენ სპონტანური გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ სინამდვილეში მოცემულ მომენტში საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. გვჯერა, რომ გატუზოს “მილანში” მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია”, - განუცხადა მირაბელიმ RMC Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ “მილანი” გასული წლის მიწურულს ჩაიბარა. “როსონერიმ” რინოს ხელმძღვანელობით 6 გამარჯვება მოიპოვა, 4 ფრე ითამაშა და სამჯერ დამარცხდა.

0.127152