იყო შანსი, დავით ხოჭოლავა ბელგიურ “ბრიუგეში” გადასულიყო, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა.
“ინტერესი იყო, მაგრამ ეს ტელეფონზე საუბრით შემოიფარგლა. ოფიციალური წინადადება არ ყოფილა” – უთხრა ტელეკომპანია “ფუტბოლს” “შახტარის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა.
თავად ხოჭოლავაც ადასტურებს, რომ მის მიმართ “ბრიუგედან” ინტერესდებოდნენ.
“დონეცკელთა მწვრთნელებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ გუნდში საჭირო ვიყავი. მეც ჩავთვალე, რომ “შახტარში” დარჩენა სჯობდა. აქ თუ ვითამაშებ, არსად წასვლა არ მომინდება. ფინანსებს არ ვუყურებ, ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. მწვრთნელმა მითხრა, სჯობს დარჩეო. ასე რომ, გადასვლაზე უკვე აღარც მიფიქრია”.