ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების ყოველთვიურ ხელფასებს აქვეყნებს. როგორც გაირკვა, საუკეთესო ათეულში პსჟ-ს ფეხბურთელები დომინირებენ. ერთადერთი გამონაკლისი რადამელ ფალკაოა, რომელიც მეცხრე ადგილზე ანაზღაურების ოდენობით.
ლიდერი კი, ნეიმარია. ბრაზილიელი თვეში 3 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, “ამიენის” ნახევარმცველი სერჟ გაკპე თვეში 2.800 ევროს იღებს ხელფასის სახით...
აქვე, ლიგა 1-ის საუკეთესო ათეული გასამრჯელოს მიხედვით.
1. ნეიმარი (პსჟ) – 3.067 მილიონი ევრო თვეში
2. ედინსონ კავანი (პსჟ) – 1.54 მილიონი
3. კილიან მბაპე (პსჟ) – 1.5 მილიონი
4. ტიაგო სილვა (პსჟ) – 1.33 მილიონი
5. ანხელ დი მარია (პსჟ) – 1.12 მილიონი
6. მარკინიოსი (პსჟ) – 1.12 მილიონი
7. ტიაგო მოტა (პსჟ) – 0.87 მილიონი
8. ხავიერ პასტორე (პსჟ) – 0.77 მილიონი
9. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) – 0.75 მილიონი
10. დანი ალვეში (პსჟ) – 0.7 მილიონი