“ვესტ ჰემის” 25 წლის ნახევარმცველმა პედრო ობიანგმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მოედანს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.
ობიანგმა ტრავმა “უიგანთან” ინგლისის თასის მატჩში მიიღო.
პედრო “ვესტ ჰემში” 2015 წლიდან თამაშობს, 66 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.