ლონდონის "ჩელსის" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს.
ფაბრეგასს ისეთ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც არიან არსენ ვენგერი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, ვისენტე დელ ბოსკე, ხოლო ახლა ანტონიო კონტეს გუნდში თამაშობს.
“ჯერ ახალგაზრდად ვგრძნობ თავს და თამაში სიამოვნებას მანიჭებს. კიდევ არაერთი წელი ვითამაშებ, მერე კი ვეცდები, რომ მწვრთნელობაში წარმატებას მივაღწიო” – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Sky Sports-ი.