რამდენიმე დღის წინ გამოიცა ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნი, რომელიც 1992 წლიდან გამოდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხარჯით. ეს წიგნი რიგით 23-ეა. ყველა ამ წიგნის ავტორ-შემდგენელია ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელია.
წიგნი 2016-2017 წლების სეზონს მოიცავს და 223-გვერდიანია. სტატისტიკა, ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, რეგიონული ლიგა – ყველა ამ ლიგის სხვადასხვა სახის სტატისტიკა, გუნდების შემადგენლობები, ცალკეული ფეხბურთელების სტატისტიკაც.
ასევე, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შედეგები, ოქმები, ევროტურნირები და ასე შემდეგ.
ფედერაციის ხელმძღვანელობა არაერთხელ შეცვლილა, მაგრამ რევაზ შენგელია ფედერაციაში მუშაობდა და მუშაობს. ამითაც ჩანს მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი.