ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა რონალდუს მიზანდასახულობაზე გაამახვილა ყურადღება:
“ის იდეალური მაგალითია, თუ როგორ უნდა შექმნა საკუთარი თავი. იოლად შემეძლო მეთქვა, რომ რონალდუ მე შევქმენი... ბევრი მწვრთნელისგან გამიგია მსგავსი რამ, ესა და ეს ვარსკვლავი მე წამოვწიეო, მაგრამ გეტყვით: რონალდუმ ეს თავად მოახერხა” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს უეფას საიტი.