კალათბურთი

23:37 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ და "ბასკონიამ" "ბარსელონა" დაამარცხეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მე-19 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “სასკი ბასკონიამ”. ბასკებმა საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” ადვილად, 96:72 დაამარცხეს. ეს მათთვის მიჯრით მესამე მოგება აღმოჩნდა.

“ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყიფილა, თუმცა, პარკეტზე 19:13 წუთი ჩაატარა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითავალა.

შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარომო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა.

“ბასკონიას” 19 ტურის თავზე 12 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. ბასკები მომდევნო ტურში 10 თებერვალს, “უნიკახას” უმასპინძლებენ.

0.114243