დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველო მაროკოსთან დამარცხდა. მეორე სათამაშო დღეს წყვილთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ალექსანდრე მეტრეველმა ამინ აჰოუდა და ლამინე ოუაჰაბი მძიმე ბრძოლაში 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხეს და მაროკოსთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს - 1:2. თუმცა ამის შემდეგ ბასილაშვილი ოუაჰაბისთან 1:6, 3:6 წააგო, ანგარიში 1:3 გახდა და მაროკო მეორე რაუნდში გადავიდა.
ახლა კი საქართველოს ეროვნულ გუნდს ევრო-აფიკული ზონის მეორე ჯგუფში დასარჩენად მოუწევს პლეი-ოფში ასპარეზობა, სადაც ლუქსემბურგს შეხვდება. გუნდები ერთმანეთს 7 და 8 აპრილს დაუპირისპირდებიან და დამარცხებული მომდევნო წელს აღნიშნული ზონის მესამე ჯგუფში იასპარეზებს.