ჩოგბურთი

19:55 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასი: მაროკო საქართველოს ამარცხებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასის გათამაშებაში ჩაება და ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში პირველ მეტოქესთან მაროკოს გუნდთან, პირველი დღის შემდეგ 0:2 მარცხდება.

სასტარტო შეხვედრაში გიორგი ცივაძე ლამინე ოუაჰაბისთან 3:6, 3:6 დამარცხდა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა და მსოფლიოს რეიტინგის 57-ე ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამინე აჰოუდასთან (689) 6:3, 3:6, 3:6 წააგო.

4 თებერვალს სამი მატჩი გაიმართება. დღის პირველი შეხვედრაში ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი იასინ იდმბარეკსა და ოუაჰაბის შეხვდებიან. საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან გასამარჯვებლად ხვალ გასამართი სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს.

0.133255