ფრანგული “მონაკოს” მცველი ანდრეა რაჯი პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს აკრიტიკებს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბრაზილიელი კოლეგების მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევა.
“მე ვნახე ეპიზოდი და ეს არ ყოფილა ლამაზი. ნეიმარს კოლეგებისადმი უფრო მეტი პატივისცემა მართებს”, - თქვა რაჯიმ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ნეიმარმა “რენის” ფეხბურთელს ხელი გაუწოდა, რომ ძირს დაცემული წამოეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქეს ხელი არ ჩამორთვა. ამ ფაქტის გამო სამხრეთამერიკელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.