ფეხბურთი

18:24 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანსონე “ბაიერნში” დაბრუნებაზე ოცნებობს

ესპანური “ვილიარეალის” იტალიელი თავდამსხმელი ნიკოლა სანსონე მიუნხენის “ბაიერნში” თამაშზე ოცნებობს. ამის შესახებ 26 წლის შემტევმა Bild-თან საუბრისას განაცხადა.

“აქ ყველაფერი მშვიდია და სათამაშოდ დიდი მოედანი მაქვს. არანაირი ზეწოლა არ არსებობს. ესპანეთსა და ინგლისში სასიამოვნო და მიმზიდველი თამაშია. გერმანია ერთი ნაბიჯით ქვემოთაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ ჩემი ოცნება “ბაიერნში” დაბრუნება და ამ გუნდის მაისურით ბუნდესლიგაში თამაშია”, - განაცხადა სანსონემ.

ნიკოლა სანსონე “ბაიერნის” აკადემიაში 2002-2010 წლებში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ “ვილიარეალში” მისი თანაგუნდელი, კიდევ ერთი იტალიელი რობერტო სორიანოც “რეკორდმაისტერის” აკადემიაში გაიზარდა (2006-2009).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122448