ფეხბურთი

14:50 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” საკადრო პრობლემების წინაშე

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დადგა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, “ატალანტასთან” მატჩში დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი დაშავდნენ.

ბრაზილიელ შემტევს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და სავარაუდოდ ერთი მატჩი გაუცდება, მაგრამ ბერნარდესკის უქმობა 2-3 კვირით მოუწევს. ეს ნიშნავს, რომ “იუვე” მას “ტოტენჰემთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვეღარ დაიხმარს.

საგულისხმოა ისიც, რომ ტურინელებს მოახლოებულ მნიშვნელოვან შეხვედრაში ორი წამყვანი შემტევი, პაულო დიბალა და ხუან კუადრადოც ვერ დაეხმარებათ. შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ახლა სულ რაღაც ორი ჯანმრთელი შემტევია – გონსალო იგუაინი და მარიო მანჯუკიჩი.

აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსი” ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია. უკანასკნელი 14 მატჩი არ წაუგია და გოლი ერთადერთხელ გაუშვა.

0.11157