ფეხბურთი

16:02 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ობამეიანგი “არსენალისთვის" შეუტევს

გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადავიდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის ფეხბურთელთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“არსენალის” პრესსამსახური ხელშეკრულების ზუსტ ვადას და ტრანსფერის ღირებულებას არ აკონკრეტებს, თუმცა წერს, რომ ობამეიანგი “მეთოფეთა” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლონდონელებმა თავდამსხმელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 63 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ობამეიანგი “ბორუსიას” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მიმდინარე სეზონში დორტმუნდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 24 მატჩი ჩაატარა 21 გოლი გაიტანა.

0.114461