ევროლიგის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ცსკა-ს უკანახაზელი ნანდო დე კოლო აღიარეს.
იანვრის თვეში ცსკა-მ ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო. დე კოლო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.4 ქულას, 4 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ნანდოს მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 გახლდათ.
დე კოლო ევროლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე მესამედ გახდა.