“ჰიუსტონ როკეტსის” უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდემა ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა. ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც 60 ქულა ჩააგდო და თან სამმაგი დუბლი შეასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ჰარდენმა ეს “ორლანდოსთან” (114:107) მოგებულ შეხვედრაში მოახერხა. მან გუნდს 60 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა (VIDEO). ჯეიმსმა 14-დან 5 სამქულიანი, 16-დან 14 ორქულიანი და 18-დან 17 საჯარიმო სროლა ჩააგდო.