ჩოგბურთი

10:27 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასზე საქართველოს ნაკრები მაროკოს შეხვდება

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 3-4 თებერვალს მაროკოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და სანდრო მეტრეველი.

ATP-ის რეიტინგში ბასილაშვილი ამჟამად 57-ე პოზიციაზეა, ცივაძე 1082-ე, მეტრეველი კი ურეიტინგოდაა.

მაროკოს ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელები რუმინეთისა და ლუქსემბურგის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდებიან.

0.117131