ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" აკადემიის ფეხბურთელი, 17 წლის სერხიო გომესი კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი ჯერჯერობით "ბორუსიას" 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს და შემდეგ ექნება მთავარ გუნდში დაწინაურების შესაძლებლობა. მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.