ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ჟერარ დეულოფეუ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "უოტფორდში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დეულოფეუ "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და "ევერტონში" პირველად 2013 წელს იჯარის წესით მოხვდა. 2015 წელს ლივერპულელებმა ესპანელი 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. საბოლოოდ კატალონიელებმა გასული წლის ზაფხულში მოთამაშე დაიბრუნეს. მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" რიგებში ჟერარმა 17 თამაში ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. დეულოფეუს სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.