"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" შემტევის ედენ აზარის გადაბირებას შეეცდება. როგორც Mirror-ი იუწყება, "ქალაქელები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.
ბელგიის ნაკრების კაპიტანი "ჩელსიში" 2012 წელს "ლილიდან" გადავიდა და მას შემდეგ "არისტოკრატების" მაისურით ჩატარებულ 280 მატჩში 84 გოლი გაიტანა და 70 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.