ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რივალდოს ვაჟი რივალდინიო ბუქარესტის "დინამოდან" სოფიის "ლევსკიში" გადავიდა. როგორც ბულგარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.
რივალდინიო "დინამოში" 2017 წლის თებერვალში "ინტერნასიონალის" სარეზერვო გუნდიდან გადავიდა და დღემდე ბუქარესტული გუნდის მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა. როვალდოს ვაჟის სატრანსფერო ღირებულება 500 ათასი ევროა.