"კალიარის" მცველი გრეგორი ვან დერ ვილი შესაძლოა "ტორონტოს" ფეხბურთელი გახდეს. როგორც L`Equipe იუწყება, ჰოლანდიელი MLS-ის გუნდს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ მცველი ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და წელიწადში ერთი მილიონი ევრო ექნება.
ვან დერ ვილი იტალიაში სათამაშოდ გასული წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩედან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში გრეგორიმ იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.