პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ჟოაუ მარიუ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ვესტ ჰემში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ევროპის ჩემპინი იტალურ კლუბში 2016 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მარიუმ 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს კი 25 წლის ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა და იტალიიის ჩემპიონატის 14 შეხვედრაში თავი მხოლოდ 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.