ფეხბურთი

19:23 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი სიხარულიძემ "სლოვაცკოსთან" კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა და კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს.

როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის ფორვარდმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სლოვაცკოსთან".

ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშებაში ირაკლიმ "ლოკომოტივის" მაისურით ჩატარებულ 33 მატჩი 25 გოლი გაიტანა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირისა და თავდამსხმელის პრიზი მიიღო. გასულ წელს ის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა ბელარუსთან.

ცოტა ხნის წინ იყო საუბარი თბილისის "დინამოში" მის გადასვლაზე, თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა.

რაც შეეხება "სლოვაცკოს", გუნდი მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ 12 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.1131