“პარი სენ ჟერმენის” მცველი დანი ალვეში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა. ბრაზილიელს დისკვალიფიკაციის გამო სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ამის მიზეზი “ლიონთან” (1:2) ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში მისი საქციელი გახდა. ალვეში მატჩის 57-ე წუთზე მსაჯმა დააჯარიმა, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია და მან არბიტრს ყვირილი დაუწყო. ამის გამო წითელი ბარათიც მიიღო.
ფრანგ დისციპლინართა გადაწყვეტილებით, ბრაზილიელი მცველი პარიზელებს “მონპელიესთან” (27 იანვარი), “ლილთან” (3 თებერვალი) და “ტულუზასთან” (10 თებერვალი) მატჩებში ვერ დაეხმარება.