საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში, 12-გუნდიან “განვითარების თასზე” მესამე მატჩი ჩაატარა და უკრაინასთან 1:3 წააგო. ეს იყო ჯგუფის ბოლო შეხვედრა და გიორგი ნემსაძის გუნდი მეორე ადგილზე დარჩა.
შეგახსენებთ, ქართველებმა ყაზახეთს 3:2, ხოლო მოლდოვას 3:0 სძლიეს.
რაც შეეხება უკრაინასთან მატჩს, ქართველები ორი ბურთით აგებდნენ, 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა, მერე კი უკრაინელებმა მესამეც გაიტანეს.
საქართველო ტურნირზე მეოთხე, მეხუთე, ან მეექვსე ადგილს დაიკავებს. მეოთხეზე გასასვლელად ბელგიასთან და სლოვაკეთთან მოუწევს თამაშები, ჩემპიონობისთვის კი უკრაინა, ბელარუსი და ისრაელი იბრძოლებენ.